თიდი ქონსთრაქშენი თიდი ჰოლდინგი TDconstruction TD holding

კომპანიის შესახებ

თიდი ჰოლდინგი ხარისხზე ორიენტირებული, დიდი გამოცდილების მქონე სამშენებლო ჰოლდინგია, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით. თიდი ჰოლდინგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

ჰოლდინგი აერთიანებს სამ კომპანიას, ესენია:

  • თიდი კონსტრაქშენი
  • თიდი დეველოპმენტი
  • თიდი მატერიალსი

მისია:

ჰოლდინგი მიიღწვის დაამკვიდროს ბაზარზე მაღალი სტანდარტები, უზრუნველყოს ხარისხიანი სამუშაო და გახდეს ლიდერი სამშენებლო სექტორში.

ღირებულება:

  •  ხარისხზე ორიენტირებულობა
  •  გუნდურობა
  •  მიზანსწრაფულობა
  •  მუდმივი განვითარება
  •  სოციალური პასუხისმგებლობა

თიდი კონსტრაქშენი ლიდერი კომპანიაა წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის, რეზერვუარებისა და სატუმბო სადგურების მოწყობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. კომპანია ასევე ასრულებს ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის მიწის სამუშოებს, ინერტული მასალის ტრანსპორტირებას. თიდი კონსტრაქშენი მუდმივად ახდენს სამშენებლო-სპეც ტექნიკის განახლებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დასრულებული პროექტების ხარისხზე.

თიდი დეველოპმენტი სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას. ამჟამად, კომპანია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტზე მუშაობს.

თიდი მატერიალსი აწარმოებს მაღალი ხარისხის რკინა-ბეტონის ჭებსა და სანიაღვრე გვერდმიმღებებს.

თიდი ჰოლდინგის ჯგუფი

საკონტაქტო ინფორმაცია